იაპონია უკრაინას 7 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფს
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა, რომ იაპონია უკრაინას შვიდი მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფს. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და კიევს ომის შემდგომი აღდგენის პროცესში დახმარებას დაჰპირდა
