სერგეი შამბას განცხადება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთში არ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოთქვამდნენ“, თუმცა მისი განმარტებით, სამხრეთ ოსეთს არაერთხელ ჩაუტარებია რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ და ეს ბუნებრივი გზაა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის, ერთი ხალხის გაერთიანებისთვის
