24 აგვისტოს იაპონია ფუკუშიმის ბირთვული სადგურიდან რადიოაქტიური წყლის ოკეანეში ჩაღვრას დაიწყებს
24 აგვისტოს იაპონია ფუკუშიმის ბირთვული სადგურიდან რადიოაქტიური წყლის ოკეანეში ჩაღვრას დაიწყებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ პროცესს მწვანე შუქი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ აუნთო, თუმცა გარემოს დამცველი ორგანიზაციები იუწყებიან, რომ იაპონიის გეგმა, როგორც წყალქვეშა სამყაროსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
