რთველი - სახელმწიფოს დახმარებას ყველა მევენახე მიიღებს
არც ერთი მევენახე ყურადღების გარეშე არ რჩება - ყველას ეძლევა კომპენსაცია, სახელმწიფოს აგრო-დაზღვევას უნიკალური პროგრამა აქვს. ასე პასუხობს ირაკლი ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებას, თითქოს კახეთში წელს ოჯახების 50% რთველს ვერ ჩაატარებს, ვინაიდან მოსავალი მთლიანად განადგურებულია.
