სამძებრო სამუშაოები სტიქიის ზონაში
სტიქიიდან 21-ე დღეს, 29 გარდაცვლილიდან 27 იდენტიფიცირებულია. ორი ადამიანის ვინაობას ექსპერტიზა დაადგენს. მაშველები 4 დაკარგულს ეძებენ. საძიებო არეალი გაფართოებულია და ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტს, ასევე სტიქიის ეპიცენტრს და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს.
