დიმიტრი მედვედევის მორიგი პროვოკაციული განცხადება
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთება - დიმიტრი მედვედევის მორიგი პროვოკაციული განცხადება. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს მიმართ მუქარისა და შანტაჟისთვის ისევ მოიცალა. ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, მედვედევი ღიად ამბობს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში ვითარებას გაამწვავებს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
