უკრაინის მოქალაქეს, რომლის ჩანთაშიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება აღმოაჩინეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
უკრაინის მოქალაქეს, რომლის ჩანთაშიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება აღმოაჩინეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოტროპული ნივთიერების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და ჩემოდნის გადმოტანა სთხოვეს. საუბარია ამფეტამინზე.