შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ამავე ავტოსახელოსნოში დასაქმებული ოთხი ადამიანი დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა.