ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, თბილისის აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, თბილისის აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო. მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სტამბოლი-თბილისის ავიარეისით ჩამოფრენილი უკრაინის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 9 კგ-ზე მეტი, ფსიქოტროპული ნივთიერება აღმოაჩინეს.
