თეა გოდოლაძის საქმე
თავდასხმა თავისუფალ მედიაზე. დღეს “ნაცმოძრაობა” “რუსთავი 2”-ს მხოლოდ იმის გამო დაესხა თავს, რომ ჟურნალისტებმა საჯარო გახადეს აქამდე მიჩქმალული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეა გოდოლაძეს თავისი პარტნიორის არასრულწლოვან შვილზე ძალადობაში ედება ბრალი. დღის განმავლობაში ისიც გაირკვა, რომ გოდოლაძის ჩვენების საფუძველზე ბრალდებულია მისი პარტნიორიც. თეა გოდოლაძესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია “საფარი” განცხადებასაც ავრცელებს, სადაც წერია რომ “საფარი” უკვე ერთ წელზე მეტია იცავს გოდოლაძის ინტერესებს და ის პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და აქვს დაზარალებულის სტატუსი. მამაკაცმა კი თავად დაადანაშაულა ქალი ძალადობაში.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
