კელი დეგნანის ინტერვიუ
მმართველი გუნდის შეფასებით, ამერიკის ელჩის განაცხდება, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარება არ იძლევა გარანტიას და მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, ელექტრონული სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა. უმრავლესობაში თქვეს, რომ კელი დეგნანის განცხადება პოლარიზაციას აღრმავებს. ასევე უმრავლესობაში გაიხსენეს ის დრო, როდესაც ოპოზიციაც და საერთაშორისო პარტნიორებიც, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას ითხოვდნენ. ელჩს კი ეთანხმებიან ხელისუფლების ოპონენტები. არგუმენტების ძიებაში არეულ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, თეა წულუკიანი ისევ იუსტიციის მინისტრი ჰგონია.