შოვის ტრაგედია - "ნაციონალური მოძრაობის" შუალედური დასკვნა
მმართველი გუნდის შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია შოვის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ” სოციალურ ქსელებსა და მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ სტიქიაზე ხელისუფლების რეაგირება იყო დაგვიანებული. ლევან ხაბეიშვილმა, ხელისუფლებაზე შეტევა სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების ჩასვლის აღრიცხვით დაიწყო. ბრალდებებს ისე ახმოვანებს, რომ თავად სტიქიის ზონაში ნამყოფი არ არის.
