ტაილანდის ყოფილი პრემიერი დააკავეს
ტაილანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 15-წლიანი ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს, უზენაესმა სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ტაქსინ შინავატრა, ბანგკოკის ციხეში გადაიყვანეს. მას ძალადობრივი კონფლიქტების ფონზე მუსლიმურ სამხრეთ პროვინციაში ადამიანთა უფლებების დარღვევასა და ნარკომანიის ომში სდებენ ბრალს, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავად შინავატრა ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფრომაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი უსაფრთხოდაა და პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
