ლავროვი „ბრიქსის“ სამიტზე
სერგეი ლავროვი „ბრიქსის“ სამიტის ფარგლებში იოჰანესბურგში ჩავიდა. ღონისძიებაზე რუსეთის პრეზიდენტი იყო მიწვეული, თუმცა რამდენიმე თვის წინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სწორედ ამიტომ სამიტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. ღონისძიებაზე, ორგანიზაციის გაფართოებას განიხილავენ. სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ განაცხადი, 23-მა ქვეყანამ შეიტანა.
