დასავლეთი რუსულ ნავთობს ყიდულობს
„ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დასავლური კომპანიები რუსულ ნავთობს დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ ზღვრულ ფასზე ძვირად ყიდულობენ. გამოცემის ინფორმაციით, იმ ხომალდების 40%, რომლებსაც რუსული ნავთობი ბალტიისა და შავი ზღვის გავლით გააქვთ, დასავლურ კომპანიებს ეკუთვნით. ასევე ბევრ გემს, რომელიც რუსეთის ნავთობის გადაზიდვაშია ჩართული, კვლავ ლონდონში აზღვევენ.
