დრონების თავდასხმა
ოთხი უკრაინული დრონის განადგურების შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით, დრონების თავდასხმის შეეგად, არავინ დაშავებულა. თუმცა მოსკოვის სიახლოვეს ქალაქ კრასნოგორსკში, სადაც მოსკოვის ოლქის ადმინისტრაციის შენობებია, იერიშის გამო დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. კვირაზე მეტია რუსეთი უკრაინას, დრონებით თავდასხმების მცდელობაში ადანაშაულბს. ოფიციალური კიევი ბრალდებებს არ პასუხობს.
