ვადაგასული შოკოლადი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში შოკოლადის ნაწარმის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. პასუხისგებაში ორი ადამიანი მიეცა. სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი. ბრალდებულებმა, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადმოიტანეს დაახლოებით 85 000 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტიც, რომელიც ასევე ამოღებულია.