სტიქიის ზონაში 29 ცხედარია აღმოჩენილი
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები ოთხ ადამიანთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.
