ტრამპის გადაწყვეტილება
დონალდ ტრამპი, ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის ციხეში, ხუთშაბათს ნებაყოფლობით გამოცხადებას გეგმავს. საუბარია იმ ბრალდებებზე, რომლებიც მას 2020 წლის არჩევნებში ჩარევის საქმეზე წაუყენეს. „ხუთშაბათს მივდივარ ატლანტაში, ჯორჯიაში, რათა დამაკავოს ოლქის რადიკალმა მემარცხენე პროკურორმა, ფანი უილისმა“, - წერს ტრამპი. პარეალელურად, ამერიკული მედიის ინფორმაციით დონალდ ტრამპი, გირაოს სახით 200 000 ამერიკული დოლარის გადახდას და გათავისუფლების სხვა პირობებს დათანხმდა.
