ზელენსკის განცხადება
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილ საავიაციო კოალიციას, საბერძნეთიც შეუერთდა. ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ათენში გამართული მოლაპარაკებისას გადაწყდა, რომ საბერძნეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელ პილოტებს მოამზადებს. პარალალურად, ათენში ხელი მოეწერა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას. დოკუმენტით უკრაინა და საბერძნეთი „ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, გააძლიერონ ერთობლივი ძალისხმევა ალიანსში უკრაინის ინტეგრაციისა და ნატოს სტანდარტების განხორციელების მხარდასაჭერად“.