შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია
შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 5 და 9 აგვისტოს წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. სააგენტო, მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის სამი წერტილი დაემატა.
