ამოღებულია ვადაგასული შოკოლადი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში შოკოლადის ნაწარმის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. პროდუქციის რეალიზაციისა და ჯგუფურად, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე პასუხისგებაში ორი ადამიანი მიეცა. სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი. ბრალდებულებმა, ასევე საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადმოიტანეს დაახლოებით 85 ათასი ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, რომელიც ასევე ამოღებულია.