უკრაინის კონტრშეტევა
უკრაინის თავდაცვის უწყების მტკიცებით, ბოლო ერთ კვირაში უკრაინელმა სამხედროებმა 3 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნეს. საერთაშორისო მედია კი სულ უფრო აქტიურად წერს, რომ კონტრიერიშის ნელი ტემპის გამო დასავლეთში უკმაყოფილება იზრდება. პარალელურად უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს მეტ და შორს მოქმედ შეიარაღებას სთხოვს. უკრაინას ამერიკული წარმოების F-16-ებს დანია და ნიდერლანდები დაჰპირდნენ. მრავალფუნქციური გამანადგურებლების ნაწილს კიევი წლის ბოლოს მიიღებს
