ვითარება სტიქიის ზონაში
ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროდან სტიქიის შედეგად გარდაცვლილ 3 მოქალაქეს, სოფელ ლაგვანთაში გადმოასვენებენ. მათ ხვალ დაკრძალავენ. დღის განმავლობაში პანაშვიდები გაიმართა თბილისსა და რუსთავში. გარდაცვლილთა ხსონვას პატივი ადგილბრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მიაგეს. 3 აგვისტოს სტიქიიდან 19 დღის შემდეგ, 28 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ერთ-ერთი სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, მდინარე რიონის კალაპოტში იპოვეს. გარდაცვლილის ვინაობის დასადგენად ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. რაც შეეხება სამძებრო სამუშაოებს, არეალი გაფართოებულია და ის 60 კილომეტრზე მეტია. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში. ამ დროის მონაცემებით, დაკარგულია 5 მოქალაქე. მაშველები 24 საათის განმავლობაში, უწყვეტი რეჟიმით მუშაობენ
