F-16-ები უკრაინისთვის - მოსკოვის პოზიცია
მოსკოვში მიიჩნევენ, რომ უკრაინისთვის F-16 მოიერიშეების გადაცემა ომის ესკალაციას გამოიწვევს. დანიაში რუსეთის ელჩის თქმით, დანია თავისი ქმედებებით უკრაინას ომის გაგრძელებისკენ უბიძგებს. დანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, კიევს მოიერიშეები იმ პირობით გადაეცამა, რომ მათ მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენებს. დანია და ნიდერლანდი უკრაინას დაჰპირდნენ, რომ F-16-ების პირველ პარტიას ამ წლის ბოლოს მიაწოდებენ
