უკრაინის კონტრიერიში
უკრაინა კონტრიერიშებს განაგრძობს. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბოლო ერთ კვირაში ბახმუტის მიმართულებით არმიის დანაყოფებმა სამი კვადრატული კილომეტრით წინსვლა შეძლეს. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტები უკრაინელი სამხედროების ნაწილობრივ წინსვლას ადასტურებენ ზაპოროჟიეს მიმართულებითაც. უკრაინის სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ ყველაზე რთული ვითარება კუპიანსკის მხარესაა, სადაც რუსული არმიის დანაყოფები მათ პოზიციებს ინტენსიურად უტევენ
