რაგბი - ქართულმა არმიამ ესპანეთი 87:0 დაამარცხა
საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე ესპანეთის გუნდი 87:0 დაამარცხა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. გუნდი მომდევნო შეხვედრას დიდ ბრიტანეთთან 23 აგვისტოს გამართავს, 27 აგვისტოს კი ტონგას დაუპირისპირდება. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, ვინ იქნება თავდაცვის ძალების რაგბის გუნდის მეტოქე ნახევარფინალში
