ლევილის პირველი ქართული ფესტივალი დასრულდა
ლევილის პირველი ქართული ფესტივალი დასრულდა. ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები გაიმართა. სტუმრების წინაშე წარდგნენ ფოლკლორული ანსამბლი ,,იალონი" და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, რეჟისორ ივანე ხუციშვილის სპექტაკლით ,,ყველაფერი ნამდვილად იყო". ფესტივალი კი სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“ კონცერტით დაიხურა, მანამდე კი „ერისიონის" მომღერლებმა საგალობლები და რევაზ ლაღიძის „ჩემო კარგო ქვეყანავ" ლევილის ქართულ სასაფლაოზე შეასრულეს. ფესტივალი წელს პირველად, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობდა
