არასამთავრობოების პოლიტიკური კავშირები
„რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი“ პოლიტიკურ პარტიებთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების რეგულირებას ითხოვს. დავით ჩიხელიძე აუდიტის სამსახურს მიმართავს და მოუწოდებს, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით, უკანონო შემოწირულობების მიღებაზე. დავით ჩიხელიძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დიდი დოზით არიან ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. კანონმდებლობა კი, მისი თქმით, კრძალავს უცხოური ფინანსების გავლენას ქართულ პოლიტიკაზე. ამის დასტურად „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრმა“ გაავრცელა იმ პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალი, რომლებიც პარალელურად ფლობენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასეთი კი, მათ მიერ გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, არის როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე „გირჩი მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „დროა“, პარტია „ხალხისთვის“, „მოქალაქეები“, რესპუბლიკური პარტია და „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელთა არასამთავრობოების შექმნა უცხოური დაფინანსების მიღებაზე იყო გათვლილი
