ვითარება სტიქიის ზონაში
რაჭაში, სამძებრო სამუშაოები კვლავ განუწყვეტლივ გრძელდება. სტიქიის ზონაში სამუშაო მდინარეების - ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში და მათზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს. გაფართოებულია არეალი და ის სტიქიის ეპიცენტრიდან 60 კილომეტრზე მეტს მოიცავს. სამძებრო სამუშაოები, როგორც ონის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტარდება
