რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მოსკოვის ოლქში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა, უკრაინული დრონების თავდასხმა მოიგერიეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მოსკოვის ოლქში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა, უკრაინული დრონების თავდასხმა მოიგერიეს. გამთენიისას მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა დროებით შეწყვიტა მუშაობა. რუსეთის დედაქალაქის ორ გარეუბანში განადგურებული დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა. დაშავებულია ორი ადამიანი.
