ომის 540-ე დღე
უკრაინა რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს იგერიებს. დაშავებულთა რიცხვმა ჩერნიგოვში 150-ს გადააჭარბა. დაღუპულია 7 ადამიანი. დაზიანებულია ადგილობრივი თეატრი და ახლომდებარე შენობები. აფეთქებების ხმა ისმის რუსეთის ქალაქებშიც. უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა კურსკის რკინიგზის სადგურზე.
