საქართველოს ნაკრებმა კუნძულ ოკინავაზე ივარჯიშა
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები კუნძულ ოკი ნავაზე ემზადება. ზუროსის გუნდი იაპონიაში ყველა მონაწილეზე ადრე ჩავიდა და პირველი ვარჯიში გამართა. ჩვენი გუნდი 22 აგვისტოს სპარინგ შეხვედრას ავსტრალიასთან ჩაატარებს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში, 26 აგვისტოს კაბო ვერდეს დაუპირისპირდება.
