„ბორჯღალოსნებმა“ აშშ-ის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხეს
ისევ გამარჯვება და ისევ რეკორდული ანგარიშით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მეორე სპარინგ შეხვედრა ამერიკის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 22:7 მოიგო. ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 3 ლელო გაუტანეს. ლევან მაისაშვილის გუნდმა ამ შეხვედრით მსოფლიო თასისთვის სამშობლოში მზადება დაასრულა და შოტლანდიაში გაემგზავრა, სადაც 26 აგვისტოს, მარი ფილდზე ბოლო ტესტ მატჩს ჩაატარებს.
