ქართული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები ლევილის მამულში
ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები წარმატებით მიმდინარეობს. ფესტივალი დღეს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“ კონცერტით დასრულდება, მანამდე კი მაყურებელი ფოლკლორული ანსამბლის, „ია ლონის“ შემოქმედებას გაეცნობა და კვლავ ნახავს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო მსახიობთა თეატრის სპექტაკლს „ყველაფერი ნამდვილად იყო“.
