დუშეთი-ბაზალეთის გზის მშენებლობა დასრულდა
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთისა და ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 350 000 ლარს აღემატება. შესრულებულ სამუშაოებს მცხეთა მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო.
