საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 104 წლისაა
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 104 წლისაა. აკადემიის დღესთან დაკავშირებით სამწყობრო მოედანზე ბაკალავრიატის მეცხრე და საკანდიდატო კურსის მე-18 გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. იუნკერებს და კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა. მან სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელობა და საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების საქმეში ახალგაზრდა ოფიცრების როლი.
