რუსეთის წარუმატებელი კოსმოსური მისია
რუსული ავტომატური მოდული „ლუნა 25“ სავარაუდოდ მთვარის ზედაპირს შეეჯახა და დაიმსხვრა. ინფორმაცია „როს კოსმოსმა“ გაავრცელა. უწყების ცნობით, აპარატი მწყობრიდან გამოვიდა და მასთან კავშირის დამყარების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მოდულმა სტარტი 11 აგვისტოს „ვოსტოჩნის“ კოსმოდრომიდან აიღო. ის მთვარეზე 21 აგვისტოს უნდა დამჯდარიყო.
