კონგოში ხანძარს 7 ბავშვი ემსხვერპლა
კონგოში ხანძარს 7 ბავშვი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ქალაქ კალეჰში, წყალდიდობის ზონიდან ევაკუირებულთა თავშესაფარში მოხდა. დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი. ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.
