„უოლ სთრით ჯოურნალის“ სტატია
ზოგიერთი დასავლელი მაღალჩინოსანი ისურვებდა, რომ უკრაინას ტერიტორიების ნაწილის დაკარგვასთან შეგუების სანაცვლოდ NATO-ს ან ევროკავშირის წევრობა მიეღო. ამის შესახებ გამოცემა „უოლ სთრით ჯოურნალი“ წერს. „ისინი შიშობენ, რომ უკრაინის მაქსიმალისტური მიზნები განაპირობებს უსასრულო ომს და ამიტომ ისურვებდნენ, უკრაინისთვის შეეთავაზებინათ შეთანხმება, შეეგუოს ტერიტორიის ნაწილის ფაქტობრივ დაკარგვას, NATO-ს ან ევროკავშირის წევრობის ან გრძელვადიანი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების სანაცვლოდ. ომის დასასრულებლად უკრაინას პრაქტიკულად ტერიტორიების დათმობას სთავაზობენ, თუმცა ეს არ შეესაბამება არც კიევის და არც მოსკოვის მიზნებს“,- ნათქვამია პუბლიკაციაში.
