„პოლიტიკოს“ სტატია
ვაშინგტონმა შესაძლოა დანიშნოს სპეციალური ინსპექტორი, რომელიც კიევისთვის გაცემულ ფინანსურ დახმარებას გააკონტროლებს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოთხოვნა შესაძლოა კონგრესის რესპუბლიკური პარტიის წევრებმა წამოაყენონ თეთრი სახლის მიერ გაკეთებული მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც უკრაინისთვის დამატებითი დახმარების სახით 24 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ინსპექტორი უკრაინის დაფინანსების მონიტორინგს ჩაატარებს კორუფციისგან თავის არიდების მიზნით.
