უკრაინელი მფრინავები F-16-ების მართვას სწავლობენ
უკრაინელმა მფრინავებმა F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვის სწავლა უკვე დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, მფრინავების გარდა, სწავლებაში ინჟინრები და ტექნიკოსებიც მონაწილეობენ. მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეა.
