„ვაგნერის“ მებრძოლის სკანდალური აღიარება
„ვაგნერის“ მებრძოლის სკანდალური აღიარება. ტელეგრამის არხ „ბუტუსოვ პლიუსზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში მიხაილ ანტიპოვი ყვება, თუ როგორ დახვრიტეს „ვაგნერელებმა“ უკრაინაში დატყვევებული პოლონელი მოხალისე. როგორც ირკვევა, ანტიპოვი წარსულში 2 ადამიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა, „ვაგნერის“ დაჯგუფებასთან დადო კონტრაქტი და ფრონტზე წავიდა.
