რუსეთი დრონებით თავდასხმების შესახებ იუწყება
აფეთქებების ხმა ისმის რუსეთის ქალაქებშიც. კურსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. მხარის გუბერნატორის, განცხადებით, ერთი დრონი სადგურის სახურავს შეეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. მსუბუქად დაშავდა 5 ადამიანი. მოსკოვის მერის, ინფორმაციით, 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს მოსკოვის სამხრეთ ნაწილშიც, რის გამოც დომო დედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტები დროებით დაიხურა. დრონებით თავდასხმა განხორციელდა როსტოვის სამხედრო ნაწილზეც, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
