სამხედრო მოსამსახურეები სამძებრო სამუშაოებში
თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები სამძებრო სამუშოებს მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში და მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე ახორციელებენ. ძებნის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტების, შინაგან საქმეთა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული. თითო ჯგუფი, 4-კაციანი შემადგენლობით, 3-კილომეტრიან დისტანციაზე მდინარეების კალაპოტების მონიტორინგსა და ძებნის ოპერაციებს ახორციელებს. სამაშველო სამუშაოებში ჩართულნი არიან, როგორც დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის, ასევე ეროვნული გვარდიისა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები.
