"პანკისობა - 2023"
ახმეტის მუნიციპალიტეტში ,,პანკისობა 2023,, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მოკრძალებულად აღინიშნა. ღონისძიებები სოფელ დუისში გაიმართა, სადაც სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიებში ჩატარდა შეჯიბრი როგორც ქართულ ჭიდაობაში, ისე მკლავჭიდში.
