ჩერნიგოვში სამძებრო სამაშველო ოპერაცია დასრულდა
ჩერნიგოვში სამძებრო სამაშველო ოპერაცია დასრულდა. ოფიციალური მონაცემებით, ოკუპანტთა სარაკეტო თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 144 დაშავდა. დაშავებულთა შორის 15 ბავშვია. ჰოსპიტალიზებულია 40-ზე მეტი ადამიანი. სარაკეტო დარტყმა რუსებმა გუშინ ჩერნიგოვის დრამატული თეატრის შენობაზე მიიტანეს.
