ხანძარი ტენერიფეზე
ტენერიფედან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში სტიქიის ზონიდან 26 000-ზე მეტი ადამიანია გაყვანილი. ცეცხლი კუნძულზე 16 აგვისტოს გაჩნდა და 5 000 ჰექტარამდე ფართობი გაანადგურა.
