ვითარება სტიქიის ზონაში
სტიქიიდან მე-18 დღე. შოვში, დამეწყრილ ხეობაში მაშველები ექვს ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარეების რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.
