საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ დასრულდა
საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ დასრულდა. კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სამწყობრო მოედანზე შეკრებილ ბავშვებს თავდაცვის და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოადგილეები მიესალმნენ. ბავშვებს სერტიფიკატები, ჟეტონები და საჩუქრები გადაეცათ. „ჯარის ბანაკი“ 25 ივნისს დაიწყო. რვა როტაციის ფარგლებში, ბანაკმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და თბილისის სკოლებიდან 800-მდე ბავშვს უმასპინძლა
